რა სამუშაოები ჩატარდა “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამით მამზარაში, დიდ და პატარა გონდრიოში

რა სამუშაოები ჩატარდა “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამით მამზარაში, დიდ და პატარა გონდრიოში

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი სამუშაოები: სოფელ მამზარაში სასაფლაოს გაუმჯობესება, სოფელ პატარა გონდრიოში სასმელი წყლის სისტემის გაუმჯობესება, ასევე სარწყავი წყლის სისტემის მშენებლობა სოფელ დიდ გონდრიოში.

რა ეტაპზეა აღნიშნული სამუშაოები, შევეცადეთ გაგვერკვია სოფლის მოსახლეობისა და სპეციალისტებისგან.

სოფელ დიდი გონდრიოს ზოგიერთ მცხოვრებელს არ ჰქონდა ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოების შესახებ, თუმცა განაცხადეს, რომ მათ მხოლოდ სმენიათ სამუშაოების შესახებ. მამზარას მცხოვრებთა ნაწილმა კარგად იცოდა “დახმარება სოფელს” პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები და აღნიშნა, რომ სოფლის სასაფლაოზე ნივთების მოსაწყობად განკუთვნილი პატარა ობიექტის მშენებლობა უკვე დასრულებულია.

ამის შესახებ სოფელ პატა გონდრიოს სპეციალისტმა, არტურ გრმაჯიანმა რადიო NOR-თან ინტერვიუში განაცხადა: “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, წყლის მილების გამოცვლა 16 ათასი ლარით იგეგმებოდა. სამუშაოები უკვე დასრულებულია, შეიცვალა სასმელი წყლისთვის განკუთვნილი 446 მეტრი სიგრძის მილები, რომლებიც სოფელ დილიფში მდებარეობს. მილები ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და ამის გამო, წყლის თითქმის 30% ზედმეტად მიედინებოდა, ახლა ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია. სამუშაოები ინდივიდუალურმა მეწარმემ რაზმიკ ღუმაშიანმა განახორციელა.”(NAT230013269).

აღსანიშნავია, რომ სოფელ მამზარას სასაფლაოზე ნივთების განთავსებისთვის განკუთვნილი ობიექტის სამშენებლო სამუშაოებიც დასრულდა. სამუშაოები ინდივიდუალური მეწარმის სირაკან ზაქარიანის კომპანიამ განახორციელა, რისთვისაც 15,820 ლარის (NAT230013256) ოდენობის თანხა დაიხარჯა.

“დასრულდა სოფლის პროგრამით გათვალისწინებული სოფელ ბდიდ გონდრიოში სარწყავი სისტემის დანერგვის სამუშაოები. მომავალ წელს ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მისი ჩატარება, რათა მოსახლეობამ შეძლოს თავისი მინდვრების მორწყვა. ასევე გაუმჯობესდა ცხოველების სასმელი წყლის ავზი. თანხა 16 ათასი ლარი იყო დაგეგმილი, სამუშაოები კი ინდივიდუალური მეწარმის რაზმიკ ღუმაშიანის კომპანიამ განახორციელა”, – განაცხადა სოფელ დიდი გონდრიოს სპეციალისტმა ამბარცუმ ტათევოსიანმა. (NAT230013269) tenders.procurement.gov.ge