სპორტი ჯანმრთელობის გარანტია: სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ნინოწმინდაში ტარდება

სპორტი ჯანმრთელობის გარანტია: სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ნინოწმინდაში ტარდება

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პირველი ტური მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოს მოსწავლეებს შორის ტარდება.

ოლიმპიადის ინიციატორი საქართველოს განათლების სამინისტროა, ჩემპიონატის ორგანიზატორი მერიის სპორტისა და კულტურის სამსახურია.

28 ნოემბერს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, ნინოწმინდის სპორტულ სკოლაში ფრენბურთის ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის 12 გუნდმა მიიღო. ოთხ გუნდს წარმოადგენენ გოგონები, ხოლო რვა გუნდს წარმოადგენენ ბიჭები შემდეგი სკოლებიდან: ეშტიის #1 და #2 სკოლები, დიდი ხანჩალის სკოლა, დიდი გონდრიოს სკოლა, ოროჯალარის სკოლა, თორიის სკოლა და ნინოწმინდის #1 და #2 სკოლები.

გოგონებს შორის პირველი ადგილი ნინოწმინდის #1 სკოლამ დაიკავა. ბიჭებს შორის კი პირველი ადგილი სოფელ ეშთიას #1 სკოლამ დაიკავა.

მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსის, გრიგორ თოპუზიანის თქმით, ეს შეჯიბრი ყოველწლიურად ტარდება და მასში ჩვენი რაიონის სკოლების უმეტესობა მონაწილეობს. ასეთი ტიპის სპორტული შეჯიბრებები არა მხოლოდ ცხოვრების ჯანსაღ წესს უწყობს ხელს, არამედ ხელს უწყობს მეგობრული კავშირების ჩამოყალიბებას და ახალგაზრდებში გუნდური სულისკვეთების განმტკიცებას. სპორტს ბევრი რამ მოაქვს – ის ასწავლის დისციპლინას, მონდომებას და ურთიერთდახმარებას.

აღსანიშნავია, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებს სპორტის ექვს სახეობაში: მინი-ფეხბურთი, სირბილი, ფრენბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, კალათბურთი და თამაშები “მხიარული სტარტი”. ბიჭები და გოგონები მონაწილეობას იღებენ ნებისმიერი სპორტის სახეობაში.

დავამატოთ, რომ სასკოლო ოლიმპიადის ბოლო სპორტის სახეობა  არის “მხიარული სტარტები”, რომელიც დეკემბერში გაიმართება. მომავალ წელს კი პირველი ტურის გამარჯვებულები რეგიონალურ ჩემპიონატში იასპარეზებენ, შემდეგ კი რესპუბლიკურ ტურში.

Radio NOR · Школьная олимпиада продолжается

უფრო დეტალურად გვითხრა მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსმა გრიგორ ტოპუზიანმა.