19 ნოემბერს ერევანში “კიოკუშინ” კარატეს ღია ჩემპიონატი გაიმართა.
კარატეს ჩემპიონატზე ნინოწმინდის სპორტსმენები (ბიჭები და გოგონები) მწვრთნელების სამველ დარბინიანისა და სერგო ქსპოიანის ხელმძღვანელობით წავიდნენ.
ამის შესახებ სამველ დარბინიანმა რადიო NOR-თან ინტერვიუში განაცხადა: “ჩვენმა ჯგუფმა 40 მონაწილე წარადგინა. ჩვენ მოვიგეთ 24 მედალი, მათ შორის 10 ოქრო, 7 ვერცხლი და 7 ბრინჯაო. რაც შეეხება დაფინანსებას, უნდა ითქვას, რომ ბავშვების მშობლებმა მხარი დაგვიჭირეს.”
მწვრთნელის სერგო ქსპოიანის თქმით: “ჩვენმა მონაწილეებმა ძალიან კარგად გამოვდინენ. ჩვენ 18 მონაწილე წარვადგინეთ, რომელთა შორის იყვნენ პრიზიორები და სხვადასხვა მედლები მოიპოვეს.”
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს აუდიოჩანაწერში: