ევროსაბჭომ გადაწყვიტა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს

ევროსაბჭომ გადაწყვიტა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს

ევროსაბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელებულ ინფორმაციაში განაცხადა.

გარდა ამისა, ევროსაბჭომ გადაწყვიტა გახსნას გაწევრიანების მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან.