საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ალენ სიმონიანს შეხვდა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე საქართველო-სომხეთს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს.
„საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, არაოფიციალური ვიზიტით ვეწვიე სომხეთის რესპუბლიკას და სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ალენ სიმონიანს შევხვდი. მიმოვიხილეთ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, მათ შორის, ვაჭრობისა და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებებით. შევთანხმდით საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებაზე. განვიხილეთ რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხები და აღნიშნულ პროცესებში საპარლამენტო ჩართულობის შესაძლებლობები“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.