HERA XXI-ის სამცხე-ჯავახეთის გუნდი ყველაზე აქტიურ გუნდად აღიარდა

HERA XXI-ის სამცხე-ჯავახეთის გუნდი ყველაზე აქტიურ გუნდად აღიარდა

ფოტომასალა წარმოდგენილია ასოციაცია HERA XXI-ის მიერ. 

წელს ნინოწმინდაში არასამთავრობო ორგანიაზია HERA XXI-ის პროექტი ამოქმედდა, რომელიც IPPF European Network-ის მიერ არის დაფინანსებული. პროექტის ფარგლებში ახალი ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა, სადაც სხვადასხვა აქტუალურ თემაზე ტენინგები ტარდება.

26 დეკემბერს ქალაქ გორში ჩატარდა შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც განიხილა საქართველოს მასშტაბით ჩატარებული ღონისძიებები. როგორც HERA XXI-ის ხელმზღვანელი სამცხე-ჯავახეთში, ერიკნაზ მარკარიანმა აღნიშნა, სამცხე-ჯავახეთში, ახალგაზრდული ცენტრის გახსნისთანავე ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის აღინიშნა ქალთა საერთაშორისო დღე და გოგოების საერთაშორისო დღე.

“შემაჯამებელი შევხედრა ქალაქ გორში ჩავატარეთ. შეხვედრის მიზანი ყველა აქტიური მონაწილისა და დირექციის გაცნობა და შედეგების განხილვა იყო. შეხვედრას ესწრებოდა HERA XXI-ის ყველა გუნდი სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის სამცხე-ჯავახეთიდან, რომელშიც აქტიური მონაწილეები გვყავს ნინოწმინდიდან და ახალქალაქიდან.” – ამბობს ერიკნაზი.

ერიკნაზი აღნიშნავს, რომ მონაწილეებს HERA XXI-ის დირექციის მხრიდან საჩუქრები გადაეცათ და მონაწილეები დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით იმუშავეს მთელი პერიოდის განმავლობაში. გუნდებს შორის ყველაზე აქტიური სამცხე-ჯავახეთის გუნდი აღმოჩნდა და ლიდერებს შორის ყველაზე აქტიური ლიდერი ერიკნაზია.

ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში:

Radio NOR · HERA XXI-ის სამცხე-ჯავახეთის გუნდი ყველაზე აქტიურ გუნდად აღიარდა

შეგახსენებთ, რომ ასოციაცია “HERA XXI“ ხელს უწყობს ქვეყანაში მოხალისეთა მოძრაობის გაძლიერებას, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების რეალიზებას. ხელს უწყობს მოხალისეების, აქტივისტების, ახალგაზრდა ლიდერების ჩართულობას ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ კამპანიებში.