გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 იანვრიდან კვირის ბოლომდე სამცხე–ჯავახეთში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან თოვლჭყაპი, ხოლო მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში – ქარბუქი.
დღეს, 8 იანვარს რეგიონში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 9 იანვრიდან კვირის ბოლომდე ცვალებადი ამინდია ნავარაუდევი.
ასპინძაში, ახალციხეში, ადგიგენსა და ბორჯომში ჰაერის მინიმალური ტემპერატურა –2– სა და +2 გრადუსს შორის იმერყევებს, ხოლო მაქსიმალური ტემპერატურა +2, +4 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში გაძლიერდება ცვალებადი მიმართულების ქარი. ზოგან მოსალოდნელია ქარბუქიც. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა აღნიშულ მუნიციპალიტეტებში –2, –4 გრადუსი იქნება, ტემპერატურა კვირის განმავლობაში +2 გრადუსამდე მოიმატებს.