ნინოწმინდის სამუსიკო სკოლის ახალი კორპუსის პროექტირების ტენდერი შედგა

ნინოწმინდის სამუსიკო სკოლის ახალი კორპუსის პროექტირების ტენდერი შედგა

ქალაქ ნინოწმინდის სამუსიკო სკოლისთვის განკუთვნილი ახალი კორპუსის პროექტირების ტენდერი შედგა (ტენდერის ნომერი NAT230024292). ამჟამად მიმდინარეობს განსახორციელებელი სამუშაოების შეთანხმების პროცესი.

ტენდერი მოიგო კომპანია შპს “დ-მ”. კომპანიის დირექტორ, დავით ნადირაძის თქმით, მუშაობა პროექტზე დაწყებულია. თავის მხრივ, პროექტი ითვალისიწნებს როგორც ახალი კორპუსის მშენებლობას, ასევე ძველი კორპუსის გარემონტებას და შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას. აღსანიშნავია, რომ კომპანია შპს “დ-მ” ეწევა მხოლოდ საინჟინრო მომსახურებას, კერძოდ კი,  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ნინოწმინდის მუსიკალური სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება (თანმდევი ექსპერტირებით). როგორც დავით ნადირაძემ აღნიშნა, შეთანხმების მსვლელობისას განიხილება ახალი კორპუსის, მისივე თქმით, “მიშენების”, მშენებლობის საკითხი – უნდა აშენდეს თუ არა ეს ახალი კორპუსი და ამ ეტაპისთვის რთულია ზუსტი პასუხის გაცემა, რადგან გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

აღვნიშნავთ, რომ პროექტის სავარაუდო ღირებულება 21 000 ლარია და 100%-ით ფინანსდება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან, ხოლო კომპანიამ (შპს “დ-მ”) მოიგო ტენდერი 14 210 ლარის შემოთავაზებით.

ვრცლად ჩვენს ინტერვიუში კომპანიის (შპს “დ-მ”) დირექტორ, დავით ნადირაძესთან:

Radio NOR · ნინოწმინდის სამუსიკო სკოლის ახალი კორპუსის პროექტირების ტენდერი შედგა

დავამატებთ, რომ 2023 წლის 5 აპრილს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისა და კომპანია შპს “რომბს” შორის დაიდო ხელშეკრულება (ტენდერის ნომერი NAT230004879) ქალაქ ნინოწმინდის სამუსიკო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება თანმდევი ექსპერტირების სამუშაოების განსახორციელებლად, თუმცა, დოკუმენტაციის მიხედვით, კონტრაქტი შპს “რომბთან” ცალმხივად შეიწყვიტა, რადგან კომპანიამ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები. პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 15 000 ლარს, შპს “რომბმა” მოიგო ტენდერი 9 200 ლარის შემოთავაზებით.

იხილეთ ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანება:

ბრძანება სელშეკრულებისშეწყვეტის თაობაზე by Radio NOR on Scribd