ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეიესუსის განცხადებით, 2023 წლის დეკემბერში კოვიდ 19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000 ადამიანს მიაღწია.
მისი განცხადებით, მთავრობებმა უნდა გააგრძელონ ვირუსის გავრცელებაზე დაკვირვება და შესაბამის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა, რადგან მიუღებელია სიკვდილიანობის ისეთი მაღალი მაჩვენებელი, როგორი სტატისტიკაც დღეს არსებობს.
ჯანმოს დირექტორის განმარტებით, ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მეტად კორონავირუსის JN.1 ვარიანტი ცირკულირებს. იგი მოუწოდებს მოსახლეობას, ხელმისაწვდომი ვაქცინით აიცრას, რადგან დღეს არსებული პრეპარატები ვირუსის წინააღმდეგ დაცვას უზრუნველყოფს.
გასული წლის დეკემბერში, თითქმის 50 ქვეყანაში, ძირითადად კი ევროპასა და ამერიკაში, ავადობის გამო ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 42%-ით გაიზარდა.