საქართველოსა და დანიას შორი სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყნებს შორის 38,887 მლნ აშშ დოლარის ვაჭრობა შედგა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 26,576 მლნ აშშ დოლარის, ხოლო 2021 წლის 11 თვეში – 20,001 მლნ აშშ დოლარის.
ამასთან, გასული წელის იანვარ-ნოემბრის პერიოდში, 38,887 მლნ აშშ დოლარის ვაჭრობიდან, 1,608 მლნ აშშ დოლარი ექსპორტზე, ხოლო 37,279 მლნ აშშ დოლარი იმპორტზე მოდის.
საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემებით, 2023 წლის 11 თვეში, დანიიდან იმპორტირებული საქონლის ტოპ-5 ჩამონათვალი ასეთია:
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცოცხალი – 5,408 მლნ აშშ დოლარი
- ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი – 1,705 მლნ აშშ დოლარი
- ყველი და ხაჭო – 1,491 მლნ აშშ დოლარი
- ფეხსაცმელი რეზინის, პოლიმერული მასალის, ტყავის ძირითა და ტყავის ზედაპირით – 1,430 მლნ აშშ დოლარი
- ფერმენტები; ფერმენტული პრეპარატები სხვა ადგილას დაუსახელებელი – 1,423 მლნ აშშ დოლარი
საქართველოდან დანიაში ექსპორტირებული ტოპ-5 პროდუქტი:
- კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები – 1,184 მლნ აშშ დოლარი
- მანგანუმის ოქსიდები – 152.5 ათასი აშშ დოლარი
- ყურძნის ნატურალური ღვინოები – 77.8 ათასი აშშ დოლარი
- სატვირთო ავტომობილები – 58.6 ათასი აშშ დოლარი
- საკვოიაჟები, ჩემოდნები, სამგზავრო ხელჩანთა-ჩემოდნები და სხვა – 25.1 ათასი აშშ დოლარი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 2023 წლის III კვარტლის მდგომარეობით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეიტინგში, დანია ტოპ-10-ეულშია. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ საქართველოში 13,9 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით კი, 2023 წლის I-III კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2 409-დან 3 225-მდე გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობაც, თუმცა პანდემიამდელ მაჩვენებელს ჯერ კიდევ ვერ მიაღწია. 2019 წელის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში აღნიშნული ქვეყნიდან საქართველოს 4 539 ადამიანი სტუმრობდა.
რაც შეეხება ფულად გზავნილებს, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში დანიიდან 79,1 ათასი აშშ დოლარი ჩაირიცხა, საქართველოდან კი მხოლოდ 1,3 ათასი აშშ დოლარი გადაირიცხა.
ცნობისთვის, „ფორმულას“ ინფორმაციით, საქართველოში დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა „ქართული ოცნების დამფუძნებელი“ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია. მათივე ცნობით, ამის შესახებ ელჩი ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნებულ OP-ED-ში წერს, სადაც საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები, მათ შორის, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიღება აქვს განხილული.
აღნიშნულ განცხადებას მმართველი პარტიის წევრების ნაწილი უკვე გამოეხმაურა და გააკრიტიკა. მათი თქმით, დანიის ელჩის საქციელი სრულიად მიუღებელია და მას საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტების გაკეთება მოუწევს.