ახალციხელი ჯარისკაცი გორის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

ახალციხელი ჯარისკაცი გორის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

ახალციხელი  ჯარისკაცი დღეს, 12 იანვარს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენთან მდებარე ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

40 წლამდე კაცი გორის პირველ ქვეით ბრიგადაში მსახურობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ “რადიო თავისუფლებას” განუცხადა, რომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

SKNEWS