მთავრობა სესხს შინაური ცხოველებისთვის მზა საკვების მწარმოებლებსაც დაუსუბსიდირებს

მთავრობა სესხს შინაური ცხოველებისთვის მზა საკვების მწარმოებლებსაც დაუსუბსიდირებს

მთავრობა სესხს შინაური ცხოველებისთვის მზა საკვების მწარმოებლებსაც დაუსუბსიდირებს, – შესაბამისი კომპონენტი დაემატა ეკონომიკის სამინისტროს „აწარმოე საქართველოს“ პროგრამა „ბიზნეს უნივერსალს“.

პროგრამის სრული ბიუჯეტი 30 მილიონი ლარია და დაფინანსების მისაღებად მსურველებს მიმართვა 3 იანვრიდან შეუძლიათ.

დაფინანსების მიღება შესაძლებელია კომერციული ბანკების/სალიზინგო კომპანიების შემთხვევაში შემდეგი პირობებით:

– სესხის ფარგლებში სააგენტო ახორციელებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას სესხის ვადით, სებ-ის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5% და ლიზინგის შემთხვევაში ლიზინგის ვადით, სებ-ის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3%;
– სესხის ფარგლებში სააგენტო ახორციელებს სესხის ძირის არაუმეტეს 80%-ის გარანტირებას, მაქსიმუმ 10 წლის ვადით;
– სესხის/ლიზინგის საგნის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 10 000 000 ლარს;
– სესხის მინიმუმ 50% უნდა იყოს მიმართული კაპიტალური დანახარჯებისთვის, ხოლო არაუმეტეს 50% ისა საბრუნავი საშუალებების შესაძენად.
– სესხის/ლიზინგის საგნის სრული ათვისება უნდა მოხდეს სესხის/ლიზინგის საგნის დადასტურებიდან არაუგვიანეს 2 წლის ვადაში
– პროგრამის ფარგლებში დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალებების რემონტი და შეძენა.

„ბიზნეს უნივერსალის“ პროგრამას სულ რამდენიმე კომპონენტი დაემატა, აგროტურისტული და ეკოტურისტული ინდუსტრიების მიმართულება: „მზა საკვების წარმოება შინაური ცხოველებისთვის“, „დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები“, „ცენტრალური გათბობის რადიატორების და ბოილერების წარმოება“.

BMG