ცნობიერების ამაღლება: თამაში “რა? სად? როდის?” ევროკავშირისა და NATO-ს თემატიკაზე

ცნობიერების ამაღლება: თამაში “რა? სად? როდის?” ევროკავშირისა და NATO-ს თემატიკაზე

ნინოწმინდის ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა თამაში “რა? სად? როდის?” ევროკავშირისა და NATO-ს თემატიკაზე.

თამაშში “რა? სად? როდის?” მონაწილეობა მიიღეს ნინოწმინდის ახალგაზრდა 15-16 წლის მოსწავლეებმა. შეხვედრას მართავდა თეონა ზურაბაშვილი, – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, NATO-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის წარმომადგენელი.

“რა? სად? როდის?” ინტელექტუალური თამაშის დროს, ახალგაზრდებმა უპასუხეს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ კითხვებს, გამოაჩინეს მათი ცოდა. თეონას თქმით, შეხვედრა საკმაოდ აქტიურ და დინამიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან ახალგაზრდები საკმაოდ მომზადებულები იყვნენ, გამოიკვეთა მათი ცოდნა და ინტერესი.

“ახალგაზრდულ ცენტრში მოხალისე ახალგაზრდები ყოველთვის იღებენ შეხდევდრებში მონაწილეობას, ყოველთვის ისმენენ საინფორმაციო შეხვედრებს. ასეთი სახის ღონისძიებები, სადაც თვითონვე პასუხობენ კითხვებს და თვითონვე არიან ჩართულნი პროცესებში, ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, იმიტომ რომ პრაქტიკაში გადააქვთ მათი ცოდნა და ასე ცოდნა უფრო ილექება და ერთხელ, ან ორჯერ მოსმენილის ან წაკითხულის გამოყენება შეუძლიათ და ასეთ ღონისძიებებში და შეჯიბრებში უფრო მარტივად გენერირდება ინფორმაცია და მარტივად ემახსოვრებათ. ასევე, კარგია, რადგან თანატოლებსაც გაუზიარებენ მონაწილეები ამ ინფორმაციას და მთავარია, რომ ისინი არიან შეიარაღებულნი უკვე სწორი და მართლზომიერი, გადამოწმებული ინფორმაციით, მათი ცოდნა არის გამყარებული რაც ერთის მხრივ ხელს შეუწყობს მათი ცოდნის გადაზიარებას თანატოლებისთვის.” – ამბობს თეონა ზურაბაშვილი.

ჩვენ ასევე გავესაუბრეთ თამაშის ერთ-ერთ აქტიურ მონაწილეს, – ანი ავაკიანს. ანი 15 წლის არის. მას სამომავლო პროფესიად უკვე არჩეული აქვს საერთაშორისო ურთიერთობები.

“ევროკავშირში გაწევრიანების დროს, ჩემი აზრით, გაუმჯობესდება განათლების დონე, გაიზრდება სოციალური დონე, ადამიენების უფლებები უფრო დაცული იქნება, უკეთესისკენ გამოსწორდება გენდერული უთანასწორობა. იქნება განვითარების ბევრი შესაძლებლობა, დაიმატება ბევრი გაცვლითი პროგრამა და მხოლოდ კარგი მიმართულებით განვითარდება საქართველო.” – ამბობს ანი.

ამასთან ერთად, ანი ფიქრობს, რომ მსგავსი შეხვედრები და ინტელექტუალური თამაშები ხელს შეუწყობს მის განვითარებას არჩეულ პროფესიაში და ასევე ანი თვლის, – რადგან საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების წინაშე დგას, ნებისმიერი მოქალაქეს მოვალეობაა, – ესმოდეს ევროკავშირის შესახებ და ჰქონდეს გარკვეული ელემენტარული ინფორმაცია ევროკავშირის დაარსებასა და მიზნებზე.

ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში:

Radio NOR · ცნობიერების ამაღლება: თამაში “რა? სად? როდის?” ევროკავშირისა და NATO-ს თემატიკაზე