გორში ცხოველებისადმი სისასტიკის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

გორში ცხოველებისადმი სისასტიკის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფოტო არქივიდან

გორში ცხოველთა მიმართ სისასტიკის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა სანადირო იარაღით ძაღლის კისერზე ჭრილობა მიაყენა. ვეტერინარებმა ძაღლის გადარჩენა მოახერხეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცხოველების წამებას და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობას გულისხმობს.