ავტოსაგზაო შემთხვევა ნინოწმინდაში

ავტოსაგზაო შემთხვევა ნინოწმინდაში

დღეს, 15 იანვარს, დაახლოებით 16:30 საათზე ქალაქ ნინოწმინდაში, ჰოვსეპიანის და პუშკინის ქუჩების კვეთაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელშიც მერსედესისა და შევროლეტის ავტომობილები მონაწილეობდნენ.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მანქანებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიიღეს.

ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.

ჩვენ მოვუწოდებთ მძღოლებს სიფრთხილისკენ.