ახალციხის მერიის მანქანები 4 წელში 139–ჯერ დაჯარიმდნენ

ახალციხის მერიის მანქანები 4 წელში 139–ჯერ დაჯარიმდნენ

ახალციხის მერიის ბალანსზე არსებული მანქანების ვიდეო ჯარიმების ოდენობამ 4 წელში 7 300 ლარი შეადგინა. ყველაზე მეტი, სამართალდარღვევა 2022 წელს გამოვლინდა.

2020 წელი -19 ჯარიმა , გადახდილი თანხა 910 ლარი;

2021 წელი – 25 ჯარიმა, გადახდილი თანხა 1 190 ლარი;

2022 წელი – 60 ჯარიმა, გადახდილი თანხა 3 360 ლარი;

2023 წელი – 35 ჯარიმა, გადახდილი თანხა 1860 ლარი;

ახალციხის მერიის განმარტებით, აღნიშნული ჯარიმებს მერიის თანამშრომლები თავად იხდიან და ეს თანხა ბიუჯეტის ხარჯებში არ შედის.

ვიდეო ჯარიმების შესახებ, სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებიდან საჯარო ინფორმაცია პარლამენტის წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ 2023 წლის 7 დეკემბერს გამოითხოვა.

ახალქალაქის, ასპინძისა და ნინოწმინდის მერიების ინფორმაციით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სტატისტიკა არ აქვთ, რადგან მერიის ბალანსზე რიცხულ ავტომობილებზე გამოწერილ ვიდეო ჯარიმებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არ იხდიან.

ბორჯომის მერიას ამ ეტაპზე ინფორმაცია მიწოდებული არ აქვს, რაც შეეხება ადიგენს, თვითმმართველობის ინფორმაციით, 4 წლის განმავლობაში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახარჯულია 400 ლარი, რომელიც მათ ბალანსზე არსებული ორი ავტომობილის ტექნიკური დათვალიერების მიზნით გამოიყენეს.

SKNEWS