სებ-მა ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯამში 18,6 ათასი ლარით დააჯარიმა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კროს კრედიტი – 8 600 ლარით, ხოლო MJC – 10 000 ლარით დაჯარიმდნენ.
როგორც სებ-ის განმარტებაშია აღნიშნული, MJC-ის შემოწმების შედეგად გამოვლინდა, „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესი“-ს მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა. კერძოდ, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ზღვარს ზემოთ ანგარიშგების წარუდგენლობის 5 შეთხვევა, რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ითვალისწინებს დარღვევის თითოეულ ფაქტზე დაჯარიმებას – 2,000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ დარღვევაზე, MJC სულ – 10,000 ლარი დაჯარიმდა.
რაც შეეხება კროს კრედიტს, სებ-ის ინფორმაციით, შემოწმების შედეგად გამოვლინდა, „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესი“-ს მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა. კერძოდ, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ზღვარს ზემოთ ანგარიშგების წარუდგენლობის 2) შეთხვევა, რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ითვალისწინებს დაჯარიმებას – 2,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ დარღვევაზე ჯარიმამ შეადგინა 4,000 ლარი.
გარდა ამისა, შემოწმების შედეგად გამოვლინდა, „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესი“-ს მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა. კერძოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ზღვარს ზემოთ ანგარიშგების დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის 3 შემთხვევა (ხუთ სამუშაო დღემდე დაგვიანებისათვის), რაც ჯარიმის ითვალისწინებს დაჯარიმებას – 100 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ზემოაღნიშნულ დარღვევაზე სულ – 300 ლარი.
ამასთან, შემოწმების შედეგად გამოვლინდა, „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესი“-ს მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევაც. კერძოდ, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ზღვარს ზემოთ ანგარიშგების დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის 1 შემთხვევა (ხუთი და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებისათვის), რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას – 300 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ზემოაღნიშნულ დარღვევაზე სულ – 300 ლარი.
სებ-ის ინფორმაციის თანახმად, შემოწმების შედეგად ასევე, გამოვლინდა, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა. კერძოდ, კლიენტთან მიმართებაში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არ ახორციელებს კანონმდებლობის შესაბამისად გარიგების ან/და ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლას, რაც ჯითვალისწინებს დაჯარიმებას – 3,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ზემოაღნიშნულ დარღვევაზე სულ – 3,000 ლარი.
ეროვნულმა ბანკმა შემოწმების შედეგად ასევე, გამოავლინა, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესი“-ს მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა. კერძოდ, კლიენტთან მიმართებაში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ახორციელებს მომსახურებას პირისთვის (მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირის) იდენტიფიკაციის ან/და ვერიფიკაციის გარეშე, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას – 1,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ზემოაღნიშნულ დარღვევაზე სულ – 1,000 ლარი.
საერთო ჯამში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდა 8 600 ლარის ოდენობით.