წლის დასაწყისიდან ნინოწმინდის კლინიკაში მიმსვლელ პაციენტთა რაოდენობა გაიზარდა.
ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ინფექციური დაავადებების რაოდენობაც.
NOR რადიოსადგურმა გადაწყვიტა გაერკვია, რა მდგომარეობაა ნინოწმინდის კლინიკაში. ინტერვიუში მენეჯერმა წოვინარ მანველიანმა აღნიშნა, რომ ამჟამად საავადმყოფოში 13 პაციენტია სხვადასხვა სიმპტომებით, როგორიცაა გულის უკმარისობა, დიაბეტი და პნევმონია. კლინიკის სტაციონარულ განყოფილებაში 20 საწოლია. პაციენტების დიდი რაოდენობის შემთხვევაში, არსებობს დამატებითი უფასო ოთახები, სადაც მათი განთავსება შესაძლებელია. კლინიკამ შექმნა პაციენტებისთვის ყველა საჭირო პირობა, ასევე უზრუნველყო შესაბამისი ექიმები. მუნიციპალიტეტში ბევრი პაციენტია, მაგრამ ბევრი არ მიმართავს ხოლმე კლინიკას. სტაციონარული მკურნალობა ფასიანია, მაგრამ ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის ეს უფრო ეკონომიური ვარიანტია, ვიდრე სახლის მკურნალობა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები ცოტაა. როგორც წოვინარ მანველიანმა აღნიშნა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ვინაიდან გამოკვლევის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ იყო, ის სახლში გაუშვეს, სადაც ამბულატორიულ მკურნალობას გადის. მოსახლეობას, რომლებსაც კორონავირუსის სიმპტომები აქვთ, უფასო ტესტირება უტარდებათ.
მაცხოვრებლებს შეუძლიათ ხუთშაბათს მიმართონ ენდოკრინოლოგს, ხოლო პარასკევს მიმართონ კარდიოლოგს. კლინიკას ჰყავს მეორე პედიატრი და მაცხოვრებლებს შეუძლიათ გამოიყენონ პედიატრის მომსახურება 24 საათის განმავლობაში.