არქიტექტურის სტუდენტი არის ადამიანი, რომელიც და ქმნის ლამაზ შენობებსა და სივრცეებს. მაგრამ მას ასევე აქვს საკუთარი სირთულეები. მას უნდა შეეძლოს შენობa არა მხოლოდ ლამაზი, არამედ კომფორტული გახადოს. ამ რთულ პროცესში სტუდენტები სწავლობენ სამყაროს ახლებურად აღქმას და ემზადებიან რაღაც საოცრების შესაქმნელად.
ნანული ბაღდასარიანი 22 წლის არის. მან დაიბადა და გაიზარდა ნინოწმინდაში, ხოლო სკოლის დამთავრების შემდეგ სპონტანურად გადაწყვიტა ატქიტექტურაზე ჩაბარება. ნანული ერევანში სწავლობს, სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტის მე-2 კურსზე.
“არქიტექტურა, რათქმა უნდა, მჭიდრო კავშირშია ხელოვნებასთან. მეტსაც ვიტყვი, უნივერსიტეტში ჩაბარებამდე არანანირი კავშირი მქონდა ხელოვნებასთან, მითუმეტეს ხაზვასთან. მინდა, რომ ნინოწმინდის სკოლებში ყურადღება მიექციოს ხაზვის გაკვეთილებს და მოსწავლეებში ინტერესეი დაინერგოს ამ სფეროს მიმართ.” – ამბობს ნანული.
ხელოვნება ნანულისთვის დიდი სამყაროა. არქიტექტურაზე სწავლისას, ახლოვდები ხელოვნების სამყაროს და უკეთ ეცნობი საკუთარ თავს, საზოგადოებას და სამყაროს. ხოლო უნივერსიტეტში გაცნობილ ადამიანებს ვთვლი ჩემი ცხოვრების საუკეთესო შეძენად. – ამბობს ნანული.
არქიტექტურაში, ისევე როგორც ბევრ სხვა სფეროში, ნიჭი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მაგრამ ეს არ არის წარმატების ერთადერთი ფაქტორი. ნიჭს შეუძლია მისცეს საწყისი იმპულსი, შთაგონება შემოქმედებისა და ორიგინალური იდეებისთვის. ამასთან, ნიჭთან ერთად მნიშვნელოვანია შეუპოვრობა, სწავლის უნარი და უნარების უწყვეტი გაუმჯობესების სურვილი. არქიტექტურაში წარმატება ხშირად დამოკიდებულია ნიჭის, შრომისმოყვარეობისა და დიზაინისა და მშენებლობის პრინციპების ღრმა გაგებაზე. ნანული ყვება, რომ გაკვეთილების დროს იყო ბევრი შემთხვევა, როდესაც ის დარწმუნებული არ იყო საკუთარ ძალებში და ფიქრობდა, რომ მას არ გააჩნია საკმარისი ნიჭი არქიტექტურისა და ხელოვნების მიმართ და მას არ შეუძლია გადაჭრას ის ამოცანა, რაც მის წინაშე დგას, თუმცა დროთა განმავლობაში ნანული მიხვდა, რომ მთავარია მონდომება და წინსვლა.
იმაზე საპასუხოდ, თუ როგორ უმკლავდება ის იმ რთულ ვითარებას მისი სწავლის პროცესში, ნანულიმ აქცენტი გააკეთა სურნელოვან სანთლებზე, იმ დადებით ემოციებსა და სიმშვიდეზე, რაც მოჰქონდა მისთვის სწავლის, ხაზვის და ხატვის პროცესში სურნელოვან სანთლებს. არაა გასაკვირი, – ნანულის დაებადა ბრწყინვალე ბიზნეს-იდეა, – განსხვავებული სურნელოვანი სანთლების დამზადება. ნანული აღნიშნავს, რომ საკუთარი ხელებით მომზადებული სანთლებით მას სურს გადასცეს ადამიანებს ის დადებითი ემოცია, რაც გაუჩნდა მას პირველად ხაზვის დროს სანთლის დანთებისას.