რუსეთის მოქალაქეებმა უცხოეთში ყველაზე მეტი ბიზნესი საქართველოში დააფუძნეს – რუსული Forbes

რუსეთის მოქალაქეებმა უცხოეთში ყველაზე მეტი ბიზნესი საქართველოში დააფუძნეს – რუსული Forbes

რუსული ფორბსის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეებმა 2023 წლის განმავლობაში საქართველოში 13,000 იურიდიული პირი დაარეგისტრირეს. უცხოეთის ქვეყნებს შორის, სადაც რუსებმა ახალი იურიდიული პირები დააფუძნეს, საქართველო პირველ ადგილზეა.

გამოცემის თანახმად, მეორე პოზიციას იკავებს ყაზახეთი 6,100 იურიდიული პირით, მესამეზეა სომხეთი და მონტენეგრო, სადაც 3,400-მდე ახალი იურიდიული პირი შექმნეს რუსებმა.

Forbes-ის თანახმად, მათ აღნიშნული ინფორმაცია ანალიტიკურმა ფირმა “Финион”-მა მიაწოდა. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში რუსული იურიდიული პირების სიმრავლე საქართველოში არსებულ მოქნილ საგადასახადო გარემოს უკავშირდება, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმეებს ბრუნვის მხოლოდ 1%-ით ბეგრავს. სწორედ ამიტომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ძირითადად ინდ. მეწარმეებად რეგისტრირდებიან.

საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს ბიზნესების დაფუძნების შესაძლებლობას საბანკო სისტემაც აძლევს, რადგანაც რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში საბანკო ანგარიშების გახსნა არ ეზღუდებათ.

BMG