ფარავნის ტბაზე მრევლმა განბანის რიტუალი შეასრულა

ფარავნის ტბაზე მრევლმა განბანის რიტუალი შეასრულა

დღეს, 19 იანვარს 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ–ერთი, ნათლისღების დღე აღინიშნება. დღესასწაული მართლმადიდებელმა მრევლმა ტრადიციულად ფოკის წმინდა ნინოს მამათა მონასტერშიც აღნიშნა. წირვის დასრულების შემდეგ, მორწმუნეებმა ფარავნის ტბაზე, სპეციალურად ამ დღისთვის ყინულში ამოჭრილი ჯვრის ფორმის აუზში განბანის რიტუალი შეასრულეს.

სახარების თანახმად, ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე.

ფარავნის ტბაზე რელიგიურ რიტუალს სამაშველო სამსახურიც ესწრებოდა, რომლის თანამშრომლებიც, ადგილზე, უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, მორწმუნეებს წყალში ჩასვლაში ეხმარებოდნენ. ფარავნის ტბაზე ამოჭრილ ჯვართან ყინულის სისქე 15–20 სანტიმეტრი იყო. ადგილობრივების თქმით, ამ პერიოდში, ტბის ზოგ მონაკვეთებში ყინულის სისქე 30 სანტიმეტრსაც აღწევს.

SKNEWS