გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კვირის განმავლობაში სამცხე–ჯავახეთში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. 22–23 იანვარს მთელს რეგიონში მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა –17 გრადუსამდე დაეცემა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 იანვრდან 23 იანვრის დღის პირველ ნახევრამდე რეგიონის მასშტაბით მოსალოდნელია სუსტი თოვა. სინოპტიკოსების პროგნოზით, 22 იანვარს საღამოს საათებში ყინვა შერბილდება.
ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში ღამის საათებში –6; –8 გრადუსია მოსალოდნელი. ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ბაკურიანში –5; –10; გრადუსამდე დაეცემა ჰაერის ტემპერატურა.
24 –27 იანვარს ნავარაუდევია უნალექო ამინდი.
24–25 იანვარს რეგიონში ისევ ყინვა გაძლიერდება. ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში ღამის საათებში ტეპერატურა –8; –13 გრადუსამდე დაეცემა. ხოლო ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ბაკურიანში –15; –17 გრადუსი დაფიქსირდება.
27–28 იანვარს კვლავ განახლდება ძლიერი თოვა მთელს რეგიონში.