ახალციხეში დააკავეს კაცი, რომელმაც ყოფილ მეუღლეს ტელეფონი წაართვა, ინტიმური შინაარსის ფოტოები თავის ტელეფონში გადაიტანა და შემდეგ დაზარალებულის ნათესავებში გაავრცელა, – ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
დაკავებულს ბრალდება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა.
დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.