გასულ წელს თბილისში ნაგვის დაყრის გამო 1 მლნ ლარზე მეტის ჯარიმა გამოიწერა – რამდენი უცხოელია დაჯარიმებული

გასულ წელს თბილისში ნაგვის დაყრის გამო 1 მლნ ლარზე მეტის ჯარიმა გამოიწერა – რამდენი უცხოელია დაჯარიმებული

გასულ წელს, დედაქალაქში ნარჩენის დაყრის გამო, 1 091 500 ლარის ჯარიმა გამოიწერა. ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ, “ბიზნესპრესნიუსისთვის” მიწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ამავე მონაცემების მიხედვით, 2023 წლის განმავლობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნარჩენების დაყრის გამო, დაჯარიმდა 1845 ფიზიკური პირი, საიდანაც 93 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

თბილისის მერიის განმარტებით, ძირითადად ოქმები გამოწერილია მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებასთან დაკავშირებით.

BPN