ფოტო არქივიდან
რადიო NOR დილიდან ვერ უკავშირდებოდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს. თუმცა 12:51 საათზე მოხერხდა უწყებასთან დაკავშირება და გზების მდგომარეობის შესახებ გაგება.
უწყების ინფორმაციით სომხეთის საზღვრისკენ, ახალქალაქისკენ, თბილისსა და კარწახისკენ მიმავალი გზები ჯერ-ჯერობით დაკეტილია. ადგილზე მუშაობს ტექნიკა და გზებს ასუფთავებს.
ასევე, დეპარტამენტის ცნობით, ახლო დღეებში მოსალოდნელია ქარბუქი და სიტუაცია გზებზე არ შეიცვლება.