2024 წლის იანვარში საქართველოდან 34 ქვეყანაში 6.5 მლნ ლიტრი ღვინო გაიყიდა – ამის შესახებ აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
„აღსანიშნავია, რომ პოზიტიურად დაიწყო 2024 წელი: იანვრის თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 34 ქვეყანაში ექსპორტირებულია 6,5 მლნ ლიტრი ღვინო, სადაც ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 22% შეადგინა.
ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 18,217 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, ზრდა ამ შემთხვევაში 15%-ია.
ამასთან ერთად, ექსპორტირებულია 2,445 მლნ ლიტრი სპირტიანი სასმელები (ზრდა 24%), ღირებულებით 13 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 2%)“, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.