სარფში 5 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები გამოვლინდა

სარფში 5 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები (ჯამში: 4809.55 გრამი) გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კანონდამრღვევი მოქალაქე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა.

BPN