საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთის ორ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მანდატურის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ვარცელებს.
სამცხე–ჯავახეთში არსებული ორი პოზიცია შემდეგ საჯარო სკოლებშია ვაკანტური:
ა) ბაკურიანში – 1 ვაკანსია.
ბ) დაბა ასპინძა – 1 ვაკანსია.
კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:
მანდატურად შეიძლება დაინიშნოს:
საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან;
ნასამართლობის არმქონე;
სრული ზოგადი განათლებით პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით;
სახელმწიფო ენის მცოდნე;
სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.
შრომის ანაზღაურება: 1 125 ლარი (დარიცხული).
ვაკანტური პოზიციებით დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ ეწვიონ ბმულს
კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2024 წლის 16 თებერვლიდან – 2024 წლის 25 თებერვლის ჩათვლით.