სამცხე–ჯავახეთის სკოლებში მანდატურის პოზიციაზე ორი ვაკანტური ადგილია

სამცხე–ჯავახეთის სკოლებში მანდატურის პოზიციაზე ორი ვაკანტური ადგილია

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთის ორ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მანდატურის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ვარცელებს. 

სამცხე–ჯავახეთში არსებული ორი პოზიცია შემდეგ საჯარო სკოლებშია ვაკანტური:

ა)  ბაკურიანში – 1 ვაკანსია.

ბ) დაბა ასპინძა – 1 ვაკანსია.

კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:

მანდატურად შეიძლება დაინიშნოს:

საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან;

ნასამართლობის არმქონე;

სრული ზოგადი განათლებით პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით;

სახელმწიფო ენის მცოდნე;

სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.

შრომის ანაზღაურება: 1 125 ლარი (დარიცხული).

ვაკანტური პოზიციებით დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ ეწვიონ ბმულს

კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2024 წლის 16 თებერვლიდან – 2024 წლის 25 თებერვლის ჩათვლით.