სოფელ კლდეში სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ქალი დაშავდა

სოფელ კლდეში სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ქალი დაშავდა

დღეს, 22 თებერვალს ახალციხის სოფელ კლდეში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. შედეგად შუახნის ქალმა სახესა და ხელებზე დამწვრობა მიიღო. დაიწვა პირველი სართულის ორი ოთახი. ინფორმაცია “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

როგორც სახლის მეპატრონე, ბიჭიკო კურტანიძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობს, სახლში ხანძარი სანთლის დანთებამ გამოიწვია.

„ჩემმა მეუღლემ სანთელი აანთო, რომელიც ჩამოვარდა და დივანზე დაეცა, იქიდან გაჩნდა ცეცხლი. ამ დროს გარეთ ვიყავით გამოსულები, ცეცხლი რომ შევნიშნეთ მალევე შევედით უკან, მეზობლებიც მოგვეხმარნენ და ჩავაქრეთ. ჩემს მეუღლეს დაეწვა ხელები და სახე“,– გვითხრა ბიჭიკო კურტანიძემ.

მისივე თქმით, მეუღლემ ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს, კლინიკაში გადაყვანაზე უარი უთხრა: „არაფერი ისეთი არ მაქვსო თქვა, არ უნდოდა კლინიკაში წასვლა“.