ვის ეკუთვნის Ameriabank-ი, რომელიც ქართულ ბაზარზე შემოსვლას განიხილავდა

ვის ეკუთვნის Ameriabank-ი, რომელიც ქართულ ბაზარზე შემოსვლას განიხილავდა

სომხური Ameriabank-ი, რომელიც საქართველოს ბანკის ჯგუფმა (Group-BOGG) იყიდა, წლების წინ ქართულ ბაზარზე შემოსვლას თავად გეგმავდა.

ჯერ კიდევ 2011 წელს სომხური ბანკი “ეიჩ ეს ბი სი – სა­ქარ­თვე­ლოს” აქ­ტი­ვე­ბის ყიდ­ვას განიხილავდა, თუმ­ცა მაშინ Ameriabank-ის მმარ­თველ­მა ქარ­თუ­ლი სა­ბან­კო ბა­ზა­რი ორი ლი­დე­რი ბან­კის დო­მი­ნან­ტო­ბის გამო არა­კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნად გა­მო­ა­ცხა­და. მოგვიანებით გაირკვა, რომ Ameriabank-ი და­მო­უ­კი­დე­ბელ მო­თა­მა­შედ აპი­რებდა შე­მოს­ვლას. 2012 წლის მარტში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბანკი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებდა და საქართველოს ეროვნულ ბანკის ლიცენზიის მისაღებად მიმართავდა. თუმცა საბოლოოდ სომხურმა უმსხვილესმა ფინანსურმა ინსტიტუტმა ამ გადაწყვეტილებაზე უარი თქვა.

იმ დროისთვის Ameriabank-ი სომ­ხე­თის ბა­ზარ­ზე ლი­დერ­თა ათე­ულ­ში იყო. ის ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი სომ­ხუ­რი ბან­კია, რო­მე­ლიც 1910 წელს შე­იქ­მნა. 2007 წლის აგ­ვის­ტო­ში ბან­კის აქ­ცი­ე­ბის 96% კომ­პა­ნია “ტ.დ.ა. ჰოლ­დინგს ლი­მი­ტედ­მა” შე­ი­ძი­ნა, რო­მე­ლიც რუ­სე­თის უმ­სხვი­ლეს სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნი­ას­თან, “ტრო­ი­კა დი­ა­ლო­გის” ჯგუფ­თა­ნ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

ამ დროისთვის კი, Ameriabank-ის ვებგვერდის მონაცემებით, ბანკის ძირითადი აქციონერები არიან Imast Group (CY) Limited (48.82%), EBRD (17.71%), აზიის განვითარების ბანკი (13.91%) და ESPS Holding Limited (12.05%). თავად რუბენ ვარდანიანი Imast Group-ის არაპირდაპირ მნიშვნელოვან აქციონერად არის დასახელებული.

შეგახსენებთ, რომ ვარდანიანი 2022 წლამდე რუსეთის მოქალაქე იყო და რუსული Forbes-ის სიაში შედიოდა. 2022 წლის დეკემბერში პუტინმა გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც დააკმაყოფილა მილიარდერის განცხადება რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ. ამჟამად ვარდანიანი Forbes-ის გლობალურ სიაში სომეხ მილიარდერად შედის. მისი წმინდა ქონება Forbes Real-Time-ის მიხედვით, 1,1 მლრდ დოლარს შეადგენს.

ის 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის თებერვლამდე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დე ფაქტო მთავრობას ხელმძღვანელობდა. 27 სექტემბერს ვარდანიანი მთიანი ყარაბაღიდან მრავალრიცხოვან ლტოლვილთან ერთად სომხეთში გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა დააკავეს. ბაქოში მას ტერორიზმის დაფინანსებაში, არალეგალური შეიარაღებული ჯგუფების შექმნასა და მონაწილეობაში, ასევე, საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დასდეს ბრალი. ის ოთხი თვით დააპატიმრეს. მიმდინარე წლის იანვარში სასამართლომ ვარდანიანის პატიმრობა კიდევ ოთხი თვით გაახანგრძლივა.

რაც შეეხება ახლანდელ გარიგებას, საქართველოს ბანკის ჯგუფმა (Bank of Georgia Group-BOGG) სომხური Ameriabank-ის აქციების 100%-იანი წილის შეძენის შესახებ გარიგება გამოაცხადა. ინფორმაციას BOGG-ისა და Ameriabank-ის განცხადებებზე დაყრდნობით რუსული Forbes ავრცელებს.

გარიგების თანხა, დაახლოებით, 303.6 მლნ დოლარია, რაც 2023 წლის 31 ოქტომბრისთვის არსებული Ameriabank-ის სუფთა აქტივების 0.65x-იანი და გასული წლის 2.6x P/E-იანი ღირებულებიდან გამოითვალა.

თავდაპირველად საქართველოს ბანკი Ameriabank-ის 90%-ს შეისყიდის, ხოლო დანარჩენი 10% ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) დარჩება და BOGG-ს აქციონერთა ოფციონის ხელშეკრულების ფარგლებში გადაეცემა.

გარიგება, სავარაუდოდ, პირველ კვარტალში, აქციონერებისა და მარეგულირებლების დამტკიცების შემდეგ დაიხურება.

Ameriabank-ის პრესსამსახურის ცნობით, დიდი ბრიტანეთის ფინანსური რეგულირების ორგანომ (FCA) ტრანზაქციის ცირკულარი უკვე დაამტკიცა. საქართველოს ბანკის ჯგუფი გაერთიანებულ სამეფოში არის რეგისტრირებული, მისი აქციები კოტირებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე და FTSE-250-ინდექსის სიაში შედის.

BOGG-ის განცხადებაში წერია, რომ Ameriabank-ი ოპერირებას არსებულ მენეჯმენტთან ერთად გააგრძელებს როგორც ჯგუფში შემავალი, დამოუკიდებელი შვილობილი კომპანია და შეინარჩუნებს საკუთარ ბრენდსა და კორპორატიულ იდენტობას.

„Ameriabank-ის მეშვეობით ჩვენ ვაპირებთ, შევიდეთ სომხეთში, ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკაში,“ – აცხადებს BOGG-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, მელ კარვილი.

მისი თქმით, გარიგება „დაუყოვნებლივ გაზრდის ჯგუფის შემოსავალს არსებული აქციონერებისთვის წილის შემცირების გარეშე.“ BOGG-ში ირწმუნებიან, რომ დივიდენდებისა და კაპიტალის განაწილების პოლიტიკა უცვლელი დარჩება ანაზღაურების მიზნობრივი კოეფიციენტით წლიური მოგების 30-50%-ის ფარგლებში.

BPN