ამინდის პროგნოზი: 4–10 მარტი

ამინდის პროგნოზი: 4–10 მარტი

სამცხე-ჯავახეთში კვირის განმავლობაში არამდგრად ამინდს უნდა ველოდოთ.  7 მარტიდან ტემპერატურის კლებაა ნავარაუდევი. რეგიონში ღამის საათებში მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით, ხოლო დღის საათებში წვიმა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

4-5 მარტს, დღის საათებში ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში ჰაერის მაქსიმამლური ტეპერატურა  +10; +12 გრადუსი იქნება, ხოლო ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ბაკურიანში კი +7; +9.

ღამის საათებში ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში ტემპერატურა  0-დან +2, ხოლო ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ბაკურიანში  -3-1 გრადუსამდე დაფისქირდება.

სინოპტიკოსები 5-6 მარტს, დღის საათებში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, 6 მარტის საღამოს საათებიდან 10 მარტის ჩათვლით, მოსალონდელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან თოვლის სახით.

7 მარტიდან რეგიონის მასშტაბით ტემპერატურის კლება ნავარაუდები. 7 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით, დღის მაქსიმალური ტემპერატურა მთიან რაიონებში +7 +8 გრადუსი იქნება, ხოლო მაღალმთიანში 0; +5. რაც შეეხება ღამის საათებს,  მთიან რაიონებში მოსალონდელია -3; -1 გრადუსი , ხოლო მაღალმთიანში -6 ;-4.

8, 9 და 10  მარტს ღამის საათებში, ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში ითოვებს, ხოლო დღის საათებში ნავარაუდევია წვიმა.

ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ბაკურიანში დღისა და ღამის საათებში  მოთოვს.