სოფელ ტოლოშთან ავარიის შედეგად ერთი პირი დაშავდა

სოფელ ტოლოშთან ავარიის შედეგად ერთი პირი დაშავდა

დღეს, 7 მარტს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშის მიმდებარედ,  ტრაილერი გადაბრუნდა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი. იგი კლინიკაშია გადაყვანილი. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

„სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც მანქანა გადაბრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით 10:00 საათზე მოხდა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავებული ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე–2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.