10 და 11 მარტს ნინოწმინდის სპორტულმა სკოლამ სასკოლო მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატს უმასპინძლა, რომლის გამარჯვებულებიც ბათუმში საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატში მონაწილეობის ბილეთს მოიპოვებენ.
ამის შესახებ მწვრთნელმა აშოტ სოღოიანმა რადიო NOR-თან ინტერვიუში განაცხად: “შეჯიბრებები ბიჭებისა და გოგონების 5 ასაკობრივ ჯგუფს შორის ჩატარდა. ტურნირში სულ 130 მოსწავლე მონაწილეობდა, სადაც ოროჯალარის გუნდმა 15 მედლით 1 ადგილი დაიკავა, სპასოვკის გუნდმა 6 მედლით მე-2 ადგილი დაიკავა, ხოლო ჟდანოვაკანის გუნდმა 5 მედლით მე-3 ადგილი დაიკავა. ყველა მონაწილემ, რომელმაც 1 ადგილი დაიკავა, საქართველოს ჩემპიონატის მაგიდის ჩოგბურთის ტურნირში მონაწილეობის ბილეთი მოიპოვა. ყველა მონაწილეს, ვინც პრიზები მოიპოვა, მერიამ და სპორტულმა სკოლამ მედლები, დიპლომები და თასები გადასცა.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი აუდიოჩანაწერი.