ოქროს ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია – რამ გამოიწვია ფასის ზრდა

ოქროს ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია – რამ გამოიწვია ფასის ზრდა

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი რეკორდულად გაიზარდა. დღეს, უნცია მეტალის ღირებულებამ თითქმის 2 223 დოლარს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში, ოქროს ღირებულება 12%-ით გაიზარდა.

ამჯერად ოქროს გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი FED-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება გახდა.

აღსანიშნავია, რომ ბირჟებზე ოქროზე ფასის მატება 2023 წლის ოქტომბრიდან დაწყო. იმ დროს ერთი უნცია 1 850 დოლარამდე ღირდა.

ცნობისათვის, ოქროს ყიდვა-გაყიდვა შესაძლებელია მისი როგორც ფიზიკური, ისე ფასიანი ქაღალდების გზით.

ოქრო თანამედროვე ეკონომიკის პირობებში სტაბილურობისა და ეკონომიკური მდგრადობის გარანტია, რასაც აშშ დოლარის ვალუტაც კი ვერ უზრუნველყოფს, სწორედ ამიტომ, ოქროს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც კრიზისისგან თავის დაზღვევის საშუალებას.

ოქროს აქტუალურობის მთავარი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც გლობალური ეკონომიკა და გეოპოლიტიკური ვითარება უარსედება და კრიზისის რისკები გაზრდილია, ოქრო კვლავ ინარჩუნებს თავის ღირებულებას.

ოქროს უპირატესობა აგრეთვე დაკავშირებულია ინფლაციასთან, ვინაიდან მაღალი ინფლაციის პირობებში ოქროს ღირებულება არ ეცემა.

აღსანიშნავია, რომ ოქროს ფასის მკვეთრი ზრდა გარკვეულ წილად გამოწვეულია FED-ის ბოლო გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც, ფედრეზერვმა მონეტარული პოლიტიკა უცვლელად დატოვა და აშშ-ში შენარჩუნდა რეფინანსირების განაკვეთის 5.5%-იანი ნიშნული.

BPN