რუსეთში, 22 მარტს კრასნოგორსკთან მდებარე საკონცერტო დარბაზ “კროკუს სიტი ჰოლში” მომხდარი თავდასხმის შედეგად 62 ადამიანი დაიღუპა და 115 კი დაშავდა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
ამ დროს საკონცერტო დარბაზში ჯგუფ “პიკნიკის” კონცერტი უნდა ჩატარებულიყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ხუთი შეიარაღებული პირი დარბაზში დაახლოებით 18:00 საათზე შეიჭრა.
რუსული მედიის ცნობით, გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული რამდენიმე ათეული სახანძრო მანქანა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სწრაფი რეაგირების რაზმები.
თავდამსხმელების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.