სამცხე–ჯავახეთში კვირის განმავლობაში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. 26–დან 28 მარტამდე რეგიონში მოსალოდნელია ნალექი, მაღალ მთაში თოვლის სახით. 28 მარტიდან რეგიონში გამოიდარებს, მოიმატებს ჰაერის ტემეპერატურაც. მთიან მუნიციპალიტეტებში ჰაერი +18; +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო მაღალმთიანში +13; +15–მდე. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
25 მარტს შუადღის საათებში ზოგან მოსალოდნელია წვიმა. დღის მაქსიმალური ტემპერატურა მთიან დასახლებებში იქნება +12 +14 გრადუსი, მაღალმთიანში +6 +10 გრადუსამდე.
26–დან 28 მარტამდე მოსალოდნელია ნალექი, მაღალ მთაში თოვლის ან თოვლჭყაპის სახით. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. ახალციხეში, ასპინძაში, ადიგენსა და ბორჯომში მოსალოდნელია -6; -4 გრადუსი. ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში კი -10; -5 გრადუსი.
28 მარტიდან რეგიონში გამოიდარებს და დღის მაქსიმალური ტემპერატურა გაიზრდება დაახლოებით +5 გარდუსიდან +15 გრადუსამდე. ახალციხეში, ასპინძაში, ადიგენსა და ბორჯომში დღის საათებში მოსალონდელია +9; +11 გრადუსი, ხოლო ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში +6; +8. ხოლო ღამის საათებში, როგორც მთიან ასევე მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია -10; -8 გრადუსი.
29–31 მარტს დღის მაქსიმალური ტემპერატურა მთიან რაიონებში იქნება +18; +20 გრადუსი, ხოლო მაღალმთიანში +13; +15. ღამის საათებში მოსალოდნელია ყინვა. ჰაერის ტემპერატურა -5–დან -3 გრადუსამდე დაეცემა.