როგორი ამინდია მოსალონდელი სამცხე–ჯავახეთში თვის ბოლომდე

როგორი ამინდია მოსალონდელი სამცხე–ჯავახეთში თვის ბოლომდე

სამცხე–ჯავახეთში კვირის განმავლობაში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. 26–დან 28 მარტამდე რეგიონში მოსალოდნელია ნალექი, მაღალ მთაში თოვლის სახით. 28 მარტიდან რეგიონში გამოიდარებს, მოიმატებს ჰაერის ტემეპერატურაც. მთიან მუნიციპალიტეტებში ჰაერი +18; +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო მაღალმთიანში +13; +15–მდე. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

25 მარტს შუადღის საათებში ზოგან მოსალოდნელია წვიმა. დღის მაქსიმალური ტემპერატურა მთიან დასახლებებში იქნება +12 +14 გრადუსი, მაღალმთიანში +6 +10 გრადუსამდე.

26–დან 28 მარტამდე მოსალოდნელია ნალექი, მაღალ მთაში თოვლის ან თოვლჭყაპის სახით. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.  ახალციხეში, ასპინძაში, ადიგენსა და ბორჯომში მოსალოდნელია -6; -4 გრადუსი. ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში კი -10; -5 გრადუსი.

28 მარტიდან რეგიონში გამოიდარებს და დღის მაქსიმალური ტემპერატურა გაიზრდება დაახლოებით  +5 გარდუსიდან +15 გრადუსამდე. ახალციხეში, ასპინძაში, ადიგენსა და ბორჯომში დღის საათებში მოსალონდელია +9; +11 გრადუსი, ხოლო ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში +6; +8. ხოლო ღამის საათებში, როგორც მთიან ასევე მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია -10; -8 გრადუსი.

29–31 მარტს დღის მაქსიმალური ტემპერატურა მთიან რაიონებში იქნება +18; +20 გრადუსი, ხოლო მაღალმთიანში +13; +15. ღამის საათებში მოსალოდნელია ყინვა. ჰაერის ტემპერატურა -5–დან -3 გრადუსამდე დაეცემა.