სოფელ სხვილისის მიმდებარედ ხანძარია

სოფელ სხვილისის მიმდებარედ ხანძარია

დღეს, 28 მარტს სოფელ სხვილისის მიმდებარედ ხანძარი გაჩნდა, ცეცხლი ბალახს და ბუჩქებს უკიდია. არის თუ არა საფრთხე ხანძრის გავრცელების და რა ფართობი იწვის ამ ეტაპზე უცნობია, “სამხრეთის კარიბჭე” პასუხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან ელოდება. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

ხანძარი იყო ახალციხეშიც, აბის დასახლებასთან ახლოს, მეხანძრეებმა მისი ჩაქრობა მალევე შეძლეს.

ფოტო:აბის დასახლება