საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 24 მილიარდი დოლარია

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 24 მილიარდი დოლარია

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საგარეო ვალის მთლიანი სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 24.2 მილიარდი ლარი იყო, რაც გასული წლის მშპ-ის 79.2%-ია. მთლიანი საგარეო ვალი შედგება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის ვალისგან. მთლიანი ვალის ნახევარზე მეტი სწორედ კერძო სექტორის საგარეო ვალზე მოდის, სახელმწიფო სექტორის ვალი კი 11.2 მილიარდი დოლარია.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 11.2 მლრდ აშშ დოლარი (30.2 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 36.7 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.7 მლრდ აშშ დოლარი (23.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 28.4%), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 874.1 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.9%), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 462.4 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.5%) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.0 %).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 7.3 მლრდ აშშ დოლარი (19.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 23.8 %), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.6 მლრდ აშშ დოლარი (12.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 15.2 %) და კომპანიათაშორისო ვალმა – 2.7 მლრდ აშშ დოლარი (7.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 8.9%). მთლიანი საგარეო ვალის 88.5% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 12.2 მლრდ აშშ დოლარი (32.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2023 წლის მშპ-ს 40.1%-ია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.2 მლრდ აშშ დოლარია (16.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 20.3%-ია.

2023 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 1.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო ვალი 17.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 16.4 ათასი აშშ დოლარით შემცირდა, 2023 წლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 874.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 466.9 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

BMG