გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში 8 აპრილამდე უმეტესად თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს მხოლოდ 5– 6 აპრილს ვარაუდობენ. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
1–დან 3 აპრილამდე სამცხე–ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში თბილი და უნალექო ამინდი იქნება, სინოპტიკოსების თქმით ტემპერატურა 25 გრადუსამდე მოიმატებს.
ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში დღისით ტემპერატურა +20, +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +2, +4 გრადუსი იქნება.
თბილი და უნალექო ამინდია ნავარაუდევი მაღალ მთაშიც, ახალქალაქში, ბაკურიანსა და ნინოწმინდაში, დღისით +15, +20 გრადუსი ტემპერატურაა მოსალოდნელი ღამით კი 0, –2 .
4 აპრილის, დღის ბოლოდან 6 აპრილამდე რეგიონის მასშტაბით დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი.
ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში დღისით ტემპერატურა +17, +21 გრადუსი იქნება, ხოლო ღამით 0, +2 გრადუსამდე შემცირდება.
თოვლ–ჭყაპია ნავარაუდევი მაღალ მთაში, ახალქალაქში, ბაკურიანსა და ნინოწმინდაში, დღისით +10, +15 გრადუსი იქნება, ღამის ტემპერატურა კი 0, –2, გრადუსი შენარჩუნდება.
7 აპრილს მთიან მუნიციპალიტეტებში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა კი დაიკლებს ახალციხეში, ასპინძაში, ბორჯომსა და ადიგენში დღისით +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამით 0, +2 გრადუსი იქნება.
ტემპერატურის კლება მოსალოდნელი მაღალ მთაშიც, ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში დღისით +10, +13 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, ღამით კი –2,–4.
8 აპრილიდან რეგიონის მასშტაბით ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი.