თბილისის რომელ უბანში ღირს ბინა ყველაზე ძვირი და სად გაიყიდა ყველაზე ბევრი

თბილისის რომელ უბანში ღირს ბინა ყველაზე ძვირი და სად გაიყიდა ყველაზე ბევრი

2024 წლის თებერვალში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით დიდი დიღომი კვლავ პირველ ადგილზეა. „თიბისი კაპიტალის“ უძრავი ქონების მიმოხილვის მიხედვით, მთლიან გაყიდვებში დიდი დიღმის წილმა 24% შეადგინა.

კვლევის თანახმად, გაყიდვებში მეორე ადგილზეა საბურთალო, რომლის წილმაც თებერვალში 18%-ს მიაღწია. მას მოსდევენ ნაძალადევი, გლდანი, სამგორი, ისანი, დიდუბე, ვაკე, კრწანისი, ჩუღურეთი და მთაწმინდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი ბინების გაყიდვების მნიშვნელოვანი წლიური ზრდა დაფიქსირდა კრწანისში, სამგორსა და დიდ დიღომში.

1-1711985846.jpg

საანგარიშო პერიოდში,თებერვალში საშუალო გასაყიდმა ფასმა კვ.მ-ზე მთაწმინდასა და ვაკეში $2,000-ს გადააჭარბა. ძველი ბინების შემთხვევაში, ყველა უბანში წლიური ზრდა დაფიქსირდა. ყველაზე მაღალი ზრდით კრწანისი (+23%), მთაწმინდა (+14%) და ჩუღურეთი (+10%) გამოირჩეოდა.

2-1711985872.jpg

BPN