ბორჯომში, სოფელ დვირის მიმდებარედ სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
თვითმხილველების ინფორმაციით, გადაკეტილია ბორჯომი–ახალციხის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე მეხანძრე–მაშველები მუშაობენ.
განახლება: მეხანძრებმა ხანძრის ჩაქრობა მალევე შეძლეს. რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება ამ ეტაპზე უცნობია, პასუხს შსს–სგან ველოდებით.