საქსტატი ქვეყანაში ინფლაციას, ანუ სამომხმარებლო კალათის ღირებულებას 305 საქონლისა და მომსახურების ღირებულის გამოკვლევით ადგენს. საქსტატის შეფასებით, მარტში წლიური ინფლაციის დონემ 0.5% შეადგინა, ხოლო ყველაზე მსხვილ სასაქონლო ჯგუფში სურსათში ფასები 3.4%-ით შემცირდა.
უშუალოდ სამომხმარებლო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად 39.9%-ით ანტიბიოტიკების ღირებულება შემცირდა. 38.6%-ით შემცირდა წიწიბურას საფასური, 35%-ით კარტოფილის, 30%-ით კი ზეთის ღირებულება არის შემცირებული.
2024 წლის მარტში წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტად გაიაფებული საქონელი:
ანტიბიოტიკები – 38.9%;
წიწიბურა – 38.6%;
კარტოფილი – 35%;
მზესუმზირის ზეთი – 30%;
ხახვი – 28%;
საშინაო ფეხსაცმელი კაცის – 24%;
მარგარინი – 21.5%;
ქალის ზამთრის ფეხსაცმელი – 21.1%;
ტელევიზორი – 20.5%;
კომპიუტერი – 19%.
რაც შეეხება ყველაზე მეტად გაძვირებულ საქონელსა და მომსახურებას, მათ შორის პირველ ადგილზეა ელექტრიკოსის მომსახურება, რომელიც წელს 53%-ით გაძვირდა. ასევე გაზრდილია ვაშლის, ყურძნისა და კივის ღირებულებაც.
ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება – 53.0%;
ატამი – 52.9%;
ვაშლი – 44.8%;
ყურძენი – 44.7%;
ქლიავი – 44.3%;
ავტომობილის რეცხვის გადასახდელი – 41.7%;
ნიორი – 34.9%;
მსხალი – 31.7%;
მღებავის მომსახურება – 29.0%;
კივი – 26.6%.