თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქება მოხდა

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქება მოხდა

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ერთ-ერთი სასროლეთის ტერიტორიაზე მოხდა.

ადგილზე, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და პოლიცია. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

„ინტერპრესნიუსი“ დეტალებს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არკვევს.

შემთხვევის ადგილისკენ „ინტერპრესნიუსის” ჯგუფი მიემართება და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

IPN