როგორ აღმოჩნდა 9 აპრილის ღამეს ტრაგედიის მონაწილე მორგში

როგორ აღმოჩნდა 9 აპრილის ღამეს ტრაგედიის მონაწილე მორგში

35 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგიკული ამბების შემდეგ. ბევრი რამ დღემდე ჩვენთვის უცობია,9 აპრილის  ტრაგედიის შესახებ რადიო Nor-თან ისაუბრა ამ ტრაგედიის მონაწილე, მაყვალა დავითაძემ.

მაყვალა დავითაძე  სამშობლოსთვის თავდადებული სტუდენტთაგან ერთ-ერთია, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა ის სისასტიკე, რომლითაც გაუსწორდნენ ცხრა აპრილის ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოსულ ახალგაზრდებსა და საქართველოს მოსახლეობას. მაყვალა დავითაძე გახლავთ ფილოლოგი, ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.

მაყვალა დავითაძე  იხსენებს იმ ტრაგედიის ღამეს და გვიამბობს,რომ  გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა მეგობრის მიერ იმ საღამოს ნათხოვარმა “ტელოგრეიკამ” ხოლო რუსი ჯარისკაცების ნიჩბებისგან ხელდაზიანებული მაშინდელმა მილიციელმა გაიყვანა შედარებით უსაფრთხო ადგილას. მაშინდელი “ძერჟინსკის” ქუჩაზე, მეორე სართულზე მცხოვრებმა ასაკოვანმა ცოლ-ქმარმა შეიფარა ისიც და  მასთან ერთად ბევრი ახალგაზრდაც და ასე გადაარჩინეს უბედურებას. ხოლო დილით მოსულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ არამიანცის საავადმყოფოში გადაიყვანა ერთ სიკვდილს მყოფ ქალთან ერთად. ბევრი დაშავებული იყო იქ შეფარებული, განსაკუთრებით ქალბატონი, მაყვალა ერთ ქალბატონს იხსენებს, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო.

“იქედან რომ წამოვედი მრცხვენოდა ასეთი სიცოცხლის, ყველა ჩემი მეგობარი დაღუპული მეგონა თუმცა ისინი ტელივიზიასთან ყავდათ გადაყვანილი. საავადმყოფოს არ მივმართე თბილისში, მეშინოდა და სამკურნალოდ კასპში წავედი. იმ დღესვე კომენდანტის საათის გამოცხადებამდე, ნაცემი ახალგაზრდები ისევ შევიკრიბეთ. კომენდანტის საათი 18 აპრილამდე გრძელდებოდა.ამ მსხვერპლმა ძალიან დიდი გავლენა იქონია და  დიდი  ღვაწლი მიუძღვით დაღუპულებს დამოუკიდებლობის მოპოვებაში. ახალგაზრდა თაობას ვუსურვებდი უყვარდეთ სამშობლო, გადადგან სწორი ნაბიჯები და იყვნენ პატრიოტები.” – იხსენებს ქალბატონი მაყვალა. 

ვრცლად ჩვენს აუდიო ჩანაწერში ქალბატონ მაყვალასთან:

დღეს ქალაბტონი მაყვალა ცხოვრობს ქალაქ თბილისში, ის 62 წლისაა. მუშაობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში და 2 შვილის ამაყი დედაა.