საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისის შეიწყალებს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრრცელებს.
“ეს გადაწყვეტილება მე მივიღე დღეს დილით, 10 საათზე. არ დაველოდე არავის მოწოდებას, ვერავინ ვერ ჩაითვლის ქულებს. არც მუქარებს[დაველოდე]. იმიტომ რომ მე ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არ შეიძლება, რომ ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს, ხელი ჯერ არ მომიწერია, იმიტომ, რომ რაღაც პროცედურები არის, მაგრამ გადაწყვეტილება იყო მიღებული, ყველანაირი გამოთქმული აზრის გარეშე ”, – განაცხადა პრეზიდენტმა 12 აპრილს, საღამოს პირდაპირ ეთერში.
პრეზიდენტი, ასევე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ, “იქნება მცდელობები მთავარსარდალი და პოლიცია დააპირისპირონ, თუმცა გრიგორიადისის სისხლის სამართლის საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებები იყო”.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 აპრილს გამოაცხადა გადაწყვეტილება 7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.