საქართველოში სიყვარულის დღეს ორჯერ აღნიშნავენ 14-თებერვალს და 15-აპრილს.
თავდაპირველად ეს დღე ,,ვალენტინობის“ ალტერნატივით დაწესდა. ყველასთვის ცნობილია, რომ 14 თებერვალს მსოფლიოში წმინდა ვალენტინობის დღესასწაულს აღნიშნავენ პირველად შეყვარებულებმა ეს დღე, დიდ ბრიტანეთში, 1835 წელს აღნიშნეს, 1847 წლიდან კი, ამერიკულ შეერთებულ შტატებში , ერთ-ერთ პოპულარულ დღესასწაულად იქცა.
საქართველოში კი სიყვარულის დღედ 1994- წლის 15-აპრილი დაწესდა. ამ დღესასწაულს წლების წინ ჟურნალ ,,ვარსკვლავების’’ დამაარსებელის, ბესიკ ჩუბინიძის, ინიციატივით 1993-წელს ჩაეყარა საფუძველი და ერთი წლის შემდეგ ტრადიციად იქცა საქართველოში. ბესიკ ჩუბინიძემ 1993 წელს პირველ ქართულ დამოუკიდებელ ახალგაზრდულ გაზეთ ,,კოქტეილში’’ გააკეთა განცხადება და დააფიქსირა საკუთარი აზრი, საქართველოში ერთი რომელიმე კონკრეტული დღე სიყვარულის დღე აღნიშნულიყო. აღსანიშნავია, რომ ინიციატივას ბევრი გამოეხმაურა და მომხრე გამოუჩნდა, ზოგი მარტის თვეს ასახელებდა რადგან 8- მარტს გაზაფხულის თვეში ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.
სწორედ ამ დროს იდეის ავტორს გამოჩენილმა პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწემ და მაშინდელი ,,პირველი არხის’’ თანამშრომელმა გიგა მახვილაძემ მიმართა და სიყვარულის დღედ 15 აპრილის არჩევა შესთვაზა.როგორც გაზაფხულის ძლიერი დროის. ბატონმა გიგამ მაშინ არც კი იცოდა, რომ 15 აპრილს, ინიციატორის დაბადების დღე იყო.
1994 -წლის 8 აპრილს ოფიციალურად აღიარეს 15 აპრილი სიყვარულის დღს.რადიო Nor-ი დაინტერესდა რა იციან საქართველოში ამ დღესასწაულის დაარსების შესახებ.
ვრცლად ჩვენს აუდიოჩანაწერში: