ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში. “რუსული კანონის” განხილვისას, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა “ქართული ოცნების” ლიდერ მამუკა მდინარაძეს მუშტი ჩაარტყა. მომხდარის გამო, რამდენიმე წუთით შეწყდა სხდომის მიმდინარეობა. გაითიშა პირდაპირი ეთერიც. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
“ქართული ოცნება” იურიდიული კომიტეტის სხდომაზე “რუსულ კანონს” პირველი მოსმენით განიხილავენ, პარალელურად აქცია გრძელდება პარლამენტის უკანა შესასვლელთან.