თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი, ქუთაისის წყალარინების პროექტი, 100-მდე სკოლის რეკონსტრუქცია და ა.შ. – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ დასავლური ქვეყნების მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების სიას აქვეყნებს.
ორგანიზაციის ცნობით, პროექტების ჯამური ღირებულება 5,7 მლრდ ლარია.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროექტები:
- ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მშენებლობა – 472 მლნ ლარი
- თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი – 196 მლნ ლარი
- 100-მდე საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია – 99 მლნ ლარი
- ვარდნილისა და ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტი – 95 მლნ ლარი
- ელექტროგადამცემი ხაზი წყალტუბო – ლაჯანური – 88 მლნ ლარი
- აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი – 42 მლნ ლარი
- თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის 226 ავტობუსის შეძენა – 32 მლნ ლარი
- ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტი – 17 მლნ ლარი
- თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი – 14 მლნ ლარი
ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) პროექტები:
- რუსთავი-წითელი ხიდის გზის მშენებლობა – 579 მლნ ლარი
- ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა – 380 მლნ ლარი
- ქუთაისის წყალარინების (კანალიზაცია) პროექტი – 321 მლნ ლარი
- ავტობანის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობა – 280 მლნ ლარი
- ავტობანის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობა – 135 მლნ ლარი
- ავტობანის ოსიაური-რიკოთი მონაკვეთის მშენებლობა – 120 მლნ ლარი
- ზემო სამგორის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია – 31 მლნ ლარი
- ავტობანის უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობა – 22 მლნ ლარი
- გრიგოლეთი-ჩოლოქის გზის მშენებლობა – 20 მლნ ლარი
ევროკავშირის პროექტები:
- ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესება – 270 მლნ ლარი
- აჭარის სოფლების წყალმომარაგების პროგრამა – 118 მლნ ლარი
- ელექტროგადამცემი ხაზი წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი – 117 მლნ ლარი
- თბილისის 8 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია (E5P) – 39 მლნ ლარი
- გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება – 35 მლნ ლარი
- მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია (E5P) – 22 მლნ ლარი
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW, სახელმწიფო ბანკი) პროექტები:
- იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება – 322 მლნ ლარი
- ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიაცია – 158 მლნ ლარი
- საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება – 150 მლნ ლარი
- საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება – 130 მლნ ლარი
- ხელედულა-ლაჯანური-ონის ელექტროგადამცემი ქსელის განვითარება – 123 მლნ ლარი
- მყარი ნარჩენების მართვის პროგრამა კახეთში და სამეგრელო-ზემო სვანეთში – 71 მლნ ლარი
- კახეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაძლიერება – 26 მლნ ლარი
მსოფლიო ბანკის (ძირითადი დონორები აშშ, ევროკავშირი, იაპონია) პროექტები:
- ავტობანის საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის მშენებლობა – 230 მლნ ლარი
- 60-მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა – 131 მლნ ლარი
- ელექტროგადამცემი ხაზი ჯვარი-წყალტუბო – 61 მლნ ლარი
- მცხეთა-მთიანეთში და სამცხე-ჯავახეთში ურბანული და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია – 35 მლნ ლარი
- გარდაბნის, დმანისის, თიანეთის, სიღნაღის და ადიგენის სოფლებში წყალმომარაგების სისტემების და გზების რეაბილიტაცია – 20 მლნ ლარი
აზიის განვითარების ბანკის (ADB, ძირითადი დონორები იაპონია და აშშ) პროექტები:
- რეგიონებში საბავშვო ბაღების, სპორტული და ახალგაზდულო ცენტრების მშენებლობა -რეაბილიტაცია – 159 მლნ ლარი
- ავტობანის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობა – 110 მლნ ლარი
- ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია – 95 მლნ ლარი
- წყალმომარაგების გაუმჯობესება გუდაურში, მარნეულში, ფოთში, მესტიაში, ზუგდიდში და სხვა მუნიციპალიტეტებში – 81 მლნ ლარი
- ახალი შუქნიშნების შეძება თბილისისთვის, მეტროს იერსახის გაუმჯობესება – 80 მლნ ლარი
- ქვემო სამგორის მაგისტრალური სარწყავი არხის მოდერნიზება – 52 მლნ ლარი
- ავტობანის ბაკურციხე-წნორის მონაკვეთის მშენებლობა – 40 მლნ ლარი
- რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობა – 35 მლნ ლარი
- ბათუმის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა – 25 მლნ ლარი
- ავტობანის ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობა – 18 მლნ ლარი